Sunday, June 14, 2009

უძველესი ლაზური ტექსტი - 1787 წ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, მივაგენი 1787 წელს გამოქვეყნებულ ლორენცო ერვასის "მრავალენოვან ლექსიკონს", სადაც, თავში "ლეზგური ენა, რომელსაც ასევე ეწოდება ლაძური, ან ლასური", აღმოჩნდა ლაზურის უნიკალური მასალა. მკითხველს ვთავაზობ ამ თავის თარგმანს კომენტარებით. მასალაზე მუშაობა გრძელდება და განახლებებიც ამ ბლოგზევე გამოქვეყნდება.

ლაზური მასალა ლორენცო ერვასის მრავალენოვან ლექსიკონში (1787 წ.)

შესავალი

ლორენცო ერვასის¹ 1787 წელს გამოცემულ წიგნში - “მრავალენოვანი ლექსიკონი კლასიკური ენების უმრავლესობისთვის, შესავალზე ღრმა წიაღსვლით”² - აღმოჩნდა ლაზურის უნიკალური მასალა³. მოყვანილია დაახლოებით 130 სიტყვა (მ.შ. ზმნის უღლების მაგალითებიც). დასტურდება აგრეთვე ქართული ფორმებიც, რომლებიც ლაზურთანაა შედარებული.
ეს არის დღეისთვის ცნობილ ყველა ჩანაწერზე ძველი ნიმუში ლაზური მეტყველებისა⁴. მკითხველს ვთავაზობ იტალიური ტექსტის თარგმანსა და ლაზურ-ქართული ფორმების რესტავრაციას.
ერვასი ცდილობს ლაზურის გენეტიკურ კლასიფიკაციას. თავდაპირველად მას ჰგონებია, რომ ლაზური თურქულ-ყალმუხური ენაა. უფრო ჩაღრმავების შემდეგ გაურკვევია, რომ ძალიან ახლოსაა ქართულთან და ლაზების ქართულ წარმოშობაზეც კი გამოთქვამს ვარაუდს. თუმცა თვლის, რომ ნათესაობის დასამტკიცებლად ჯერ არა აქვს საკმარისი საბუთი.
ლაზურიდან გამოკრებილ სიტყვებს ჯერ თურქულ, ყალმუხურ და იაპონურ ფორმებთან ადარებს, ხოლო მერე ქართულთან, ჩინურთან, ტიბეტურთან, უნგრულთან და სხვ.
სიტყვები, ბუნებრივია, დამახინჯებულად აქვს ჩაწერილი და, სამწუხაროდ, ერთიან ტრანსკრიპციასაც არ იყენებს, რაც უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მასალა სხვადასხვა წყაროდან არის შეკრებილი. ასევე, ლაზურის მისეული დიალექტური დაყოფაც შეუსაბამო და წინააღმდეგობრივია. ავტორი გამოჰყოფს ორ დიალექტს: პირველს, ე.წ. ქემერულ-გონიურს (რომელზეც მისი აზრით ქემერსა და გონიოს შორის საუბრობენ) და მეორეს, ხოფურს (რომელზეც მისი თქმით ხოფაში საუბრობენ). როგორც ჩანს, ლაზეთის გეოგრაფიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ვინაიდან ქემერსა და გონიოს შორის მდებარე ხოფა ამ მონაკვეთის დასავლეთით და ტრაპიზონის მახლობლად ჰგონია. საინტერესოა, რომ ეს მონაკვეთი არის ლაზეთში ლაზურის დღევანდელი გავრცელების არე და მოიცავს სამივე ლაზურ დიალექტს (ათინურ-არტაშენულს, ვიწურ-არქაბულსა და ხოფურ-ჩხალურს).
საყურადღებოა ნაშრომში დადასტურებული ქართული ფორმებიც. როგორც ჩანს, მთქმელი რომელიმე სამხრეთ-დასავლურ ქართულ დიალექტზე მეტყველი უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად რიგი უზუსტობებისა, წყარო უაღრესად მნიშვნელოვანია ლაზურის ისტორიის შესასწავლად.

ტექსტი

ლეზგური ენა (Lingua Lesga), რომელსაც ასევე ეწოდება
ლაზური (Laza⁵), ან ლასური (Lassa)

68. ენათა No 248 კატალოგში ნათქვამია, რომ ლეზგების (რომლებიც, როგორც სპარსეთის ქვეშევრდომთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ იბერიის (Iberia), ანუ საქართველოს (Giorgia) მეზობელი ლაზების (Lazj) კოლონია იყვნენ), ენა თურქულ-ყალმუხური ენაა. როდესაც ამ მოსაზრებას ვწერდი, მე ვიზიარებდი ყველაზე კეთილგონიერ და თანამედროვე მოგზაურთა შეხედულებებს, მაგრამ, იმავდროულად, არ მომცემია საშუალება, რომ ხელი მიმწვდენოდა ლეზგურ სიტყვებზე. ამის არც იმედი მქონია, რადგან ლეზგები აზიის შუაგულში ცხოვრობენ და ამ მცირე ხალხს არც ისე ხშირად სწვევიან მოვაჭრე ერები. პატივცემული პრინცის ჯოვანი პოტოკისგან⁶ მივიღე ლეზგური სიტყვები, რომლებიც ქვემოთ მომყავს; მისი უდიდებულესობა კონსტანტინოპოლში თავისი ცხოვრებისას გულდასმით ეძია გარკვეულ ცნობებს ლეზგურ ენაზე და ვინაიდან ვერ მოიპოვა, თხოვნით მიმართა ექსიეზუიტ პატივცემულ აბატ ტოდერინის⁷ (რომელიც დიდი ხანია ეწევა სამეცნიერო კვლევას), რომ სჭირდებოდა რამდენიმე ლეზგური სიტყვა აი ამ ტომში გამოსაქვეყნებლად, რომლებიც ზემოხსენებულმა პრინცმა მათი მიღებისთანავე მე გამომიგზავნა, რათა სხვა ენების სიტყვებთან შემედარებინა და მიმომეხილა ლაზგური ენის ბუნება.

69. განვიხილავ ორ დიალექტს. ერთი, რომელსაც ვუწოდებ ქემერულს (Kiemer) და გონიურს (Goine), უფრო ჰგავს ქართულს, ანუ იბერიულს (Giorgiano, od Ibero), ვიდრე მეორე, რომელსაც ვუწოდებ ხოფურს (Hope), ან კრაინძულს (Crainza). პირველ დიალექტზე საუბრობენ ქემერიდან გონიომდე და მეორეზე - კრაინძაში, თურქების მიერ Hope-დ წოდებულზე, რომელიც ტრაბიზონდის მახლობლადაა. ლეზგები, რომლებსაც პლინიუსი უწოდებს ლაზებს (Lazj), პტოლემეოსი ლაზებს (Lasi) კოლხიდის მეზობლები იყვნენ (იგივეს ამბობს პლინიუსი). პროკოპი⁸ ვრცლად ეხება ლაზებს, რომლებსაც იმპერატორმა იუსტინიანემ გაუგზავნა ჰუნების და სხვა ტომების არმია მათი მეფის, ჯორჯენის (Giorgene) დასახმარებლად. აგათია ამბობს⁹ “ის, რომ ლაზებს ერქვათ კოლხები (Colchi), ყოველ ეჭვსგარეშეა. ასევე, ამბობენ, რომ კოლხები იყვნენ სეზოსტრისის მიერ დატოვებული ეგვიპტელების კოლონია. ამასვე ამბობენ დიოდოროს სიკულუსი და სხვა მწერლები. ეს ლაზები, ანუ კოლხები, თუ ეგვიპტელები დღესდღეობით გახშირებულ ომებში არიან გართული. ლაზები გადაქცეულან ძლიერ, განვითარებულ და ზღვაზე მოვაჭრე ხალხად.”

70. იბერების (რომლებიც უფრო განვითარებული და ძლიერები იყვნენ) მეზობელი ლეზგები, როგორც ჩანს იბერებისგან განსხვავებულ ენას იყენებენ, მაგრამ ბევრი სიტყვა უსესხებიათ: ამიტომაც ქართული სიტყვების სიუხვე ლაზურში ჯერ კიდევ არ ამტკიცებს იბერიულის და ლეზგურის თავდაპირველ ნათესაობას. მაგრამ თუკი არსებობს რაიმე სიცხადე იბერიულის გრამატიკულ სტრუქტურასთან ნათესაობის, ეს შეეხება ლეზგურის პირველ დიალექტს. მეორე დიალექტის სინტაქსი ძალიან განსხვავდება იბერიულისგან; თუკი ვიგულისხმებთ, რომ ლეზგურის მეორე დიალექტი ინარჩუნებს ლეზგურის საწყის ბუნებას, უნდა დავასკვნათ, რომ ლეზგური ენა არაა იბერიულის დიალექტი. არა იმიტომ, რომ აზარტი მაქვს ვამტკიცო, თითქოს ლეზგური თურქულ-ყალმუხური დიალექტია (როგორც ენათა კატალოგის ციტატაში ითქვა). თქვენ იხილავთ თურქულ და ყალმუხურ სიტყვებს; თუმცა ჯერ იმდენი არ არის გამოვლენილი, რომ შეიძლებოდეს ლეზგურს თურქულ-ყალმუხური დიალექტი ეწოდოს. იგივე წარმატებით მოიპოვება სხვა ენების სიტყვები, რომლებიც ლეზგურში ომების თუ სხვადასხვა ამბების შედეგად შევიდა, იქნება ეს იბერიასთან ურთიერთობა, ლაციოსთან (Lazio), თუ ევროპულ საჯარისო ნაწილებთან, რომლებიც გაუგზავნიათ ამ ქვეყნების დასაცავად სპარსელების შეჭრისგან.

71. აქაა თურქულის, ყალმუხურის და იაპონურის მსგავსი რამდენიმე ლეზგური სიტყვა.


ლეზგურის
1-ლი დიალექტი
თურქული
შარვალი scalvan scalvan
თმა toma tui
ქალი okurza koint
ღუმელი, ფურნე furun furün
ტყე daghi dägh
ღრუბელი pula bulut
მზე giara gyunes
ჩიტი κinczi kus
ტაბულა 1

მეორე დიალექტში ქალი არის “ქალე”, ხოლო ღრუბელი “ბულუთ”.


ლეზგურის
1-ლი დიალექტი
ყალმუხური
დანა kami kutuga
ქალი okurza katuc
წიგნი supara sudur
თავი ti tologi
ტაბულა 2

იაპონურად დანის (kogotana) და ღუმელის (furò) სახელები შესაბამისი ლეზგური სიტყვების მსგავსია. იაპონურად tzuki და usocu აღნიშნავს მთვარესა და ფეხს, რომლებიც ლეზგურის პირველ დიალექტზე არის tuta და uuski. ზემოხსენებულ დიალექტზე pichi და dascuri ნიშნავს პირსა და ცეცხლს, რომლებიც იაპონურად ითქმის, როგორც cuchí და cuayen.

72. ზემოხსენებულ პირველ დიალექტში
ძაღლი ითქმის laki, იბერიულად, ანუ ქართულად lekui, ჩინურად და ხატაურად keu, ტიბეტურად kij, თურქულად kiopek, ასევე სხვა ენებში, რომლებიც აღნიშნულია ენათა წარმოშობის შესახებ ტომის 150-ე შენიშვნაში.
თავი ითქმის ti, მარტივი სიტყვა, რომელიც, ალბათ, არის ძირი სხვა ენებში თავის აღმნიშვნელი შემდეგი სიტყვებისა: thavi ქართულად, tala მალაბარულად, tete ფრანგულად, toi, tus, taide ირლანდიურად და testa იტალიურად. ასევე არის ძირი თმის აღმნიშვნელი სახელებისა, როგორებიცაა toma ლეზგური, tut თურქული, trix სამწერლობო ბერძნული, tricha ხალხური ბერძნული და treccia იტალიური; აქვეა ესპანური სიტყვა trenza და ფრანგული tresse, რომლებიც ასევე თმების აღსანიშნავად გამოიყენება. ამათ ქართულად ქვია zanzami, იტალიური zazzera-სა და ლათინური casaries-ს მონათესავე სიტყვა, რომლებიც აღნიშნავენ ქოჩორს, თმის ბღუჯას.
ჯუბა¹º ითქმის zubina: და თბილი მოსასხამი¹¹ ქართულად ითქმის ghaba.
როგორც ჩანს, giubbone, gabbano, zubina და ghaba მონათესავე სიტყვებია
ენა ითქმის nena, ქართულად ena, უნგრულად nyelo, კოპტურად asni (65).
ხელი ითქმის ke, მეორე დიალექტზე cheb : ქართულად kiri, ბერძნულად cheir, უნგრულად kòz , იაპონურად kiet, და ერსულად¹² coit. ke ანუ ki ძირზე ხელის აღმნიშვნელ სახელებში, საუბარია “ხალხთა არითმეტიკის” No-187-ში.
ულვაში ითქმის mustaki ბერძნული mystax-იდან (ტუჩი, და წვერი): აქვე შედის muso, mostaccio და ა.შ. kasro წვერი კოპტურად.
ხომალდი ითქმის caravi ბერძნული karabion-იდან (გემი), ენათესავება კოპტურ сhelmebi-ს (177) I-2.
ტაბულა 3

მსგავსება, რაც ამ ორიოდე სიტყვიდან ჩანს ლეზგურსა და სხვა ენებს შორის, მხოლოდ სავაჭრო, საომარი ურთიერთობის და მსგავსი მოვლენების დამსახურებაა. ლეზგურ და კოპტურ, ანუ ეგვიპტურ ენებს შორის არანაირი ნათესაობა არ ჩანს. ამიტომ ლეზგები არ უნდა განიხილებოდნენ, როგორც ეგვიპტური წარმოშობის. სამაგიეროდ შეიძლება საუბარი ქართულ წარმოშობაზე, ვინაიდან მრავალი სიტყვა ქართულს შეესატყვისება. ასევე, ლეზგურის პირველი დიალექტის სინტაქსი საკმაოდ შეესაბამება ქართულს. აი, ორივე ლეზგური დიალექტის ყველა სიტყვა, რაც გამაჩნდა, ქართულ შესატყვისებთან შედარებული.

73.

ლეზგურის 1-ლი დიალექტი, ანუ ქემერული ენა ლეზგურის მე-2 დიალექტი, ანუ ხოფური ენა იბერიული, ანუ ქართული ენა
წყალი zari zakali skale
ხე tohomo ce
სული schuri suli
თეთრი kczè tetri. bale.
პირი pichi bache
პერანგი porcha
peranghi
სანთელი nucla
iantheli
თავი ti ti thavi
სახლი okori
sachieri
საჭურისი schironi
desaciurebuli
ცხენი ceκeni ckneni zchemi, hipo
ცა za ca za
დანა κami κomi
კბილი kibri
gbill
ღმერთი Gormoti Ormoti Gmerti, Meothi
ქალი oκurza kale dêda.
რკინა
erkina rchina
ყველი tvvali kueli
ასული bozope. Basomata pozo assuli
ძე beré
sciuili
ცეცხლი dascuri tackuri alchi
რძე gialoga bzá rzé
ხელი κе cheb kiri
ზღვა zuga
mtá
შავი ucza sciau
ღრუბელი bulut pula rubeli
თვალი toli toli tuali
პური kiudi diari, cobali puri
მსხალი zukuli czkuli shall
თევზი cecomi czhomi theuzi
ფეხი uusκi kuczche nacutali
ვაშლი czkuri vaskli
მარილი
guimu damari
გზა iza polozi
ვარსკვლავი muruκi vasκulauini
ღვინო ghini
vino
მიწა leta tropac. lete miza, ghalaghi
კაცი goz amkocz katsi, aniri
ტაბულა 4

74. პირის მარტივი ნაცვალსახელები

ლეზგურის I დიალექტი, ანუ ქემერული ენა ლეზგურის II დიალექტი, ანუ ხოფური ენა იბერიული, ანუ ქართული ენა
მე ma ma me
შენ si si scen
ის stim eja aman-iman
ჩვენ irima czκu ciuen
თქვენ irisi zvva thkuen
ისინი irihim etepe chini, imas, imat
ტაბულა 5

75. ლეზგურის პირველი დიალექტის ზმნები
ყვარება oropu
წასვლა viczalare
ძილი vingirare
ჭამა scomare
სიცილი zizare
წერა ougiaru
მოსვლა meftaru
ტაბულა 6

76. ლეზგურის მეორე დიალექტის ზმნები

ლეზგურის მე-2 დიალექტი ქართული ენა
წასვლა igrali zaùal
კოცნა gogahvvari vakozeb
სმა susi sakmedi
საჭმლის მზადება dzari


ძილი bendurari daazeb
რეცხვა nabkvvari dauban
მოსვლა bikitchari vikitκan
წერა czarari dauzer
ჭრა mebkatari mogra
ტაბულა 7

77. უღლება

ლეზგურის 1-ლი დიალექტი ქართული ენა
აწმყო, მყოფადი
მე მოვდივარ, ან მოვალ ma meftari me moual
შენ მოდიხარ, მოხვალ si moctari scen mochhual
ის მოდის, მოვა stim moctasera iman moua
ჩვენ მოვდივართ, მოვალთ irima mefratetem ciuen moualth
თქვენ მოდიხართ, მოხვალთ irisi muctaterem thcκuen mochhualth
ისინი მოდიან, მოვლენ irihim muctaserem imath mouliani
ნამყო
მე მოვედი ma comofti me mouelo
შენ მოხვედი si comohti scen mochhuel
ის მოვიდა stim comohto iman mouida
ჩვენ მოვედით irima komoftik ciuen mouedith
თქვენ მოხვედით irisi komohtit thckuen mochhuedith
ისინი მოვიდნენ irihim komohto imath mouidoden
ბრძანებითი
მოდი mocti scen modi
მოვიდეს moctas iman mouides
მოდით iri moctit thckuen mouideth
მოვიდენ irim moctan imath mouiden
ტაბულა 8

78.
მე ვწერ, ან დავწერ ma giarari me dauzer
მე დავწერე dumghiari me dauzalth
დაწერე! giari daudi
ტაბულა 9

მე მიყვარხარ, მეყვარები - ma oropi; მე შემიყვარდა - dumaoropi; გიყვარს -oropi.
როგორც ჩანს, ლეზგურის პირველი დიალექტი ძლიერ ჰგავს ქართულს სინტაქსით. ასე არ არის ლეზგურის მეორე დიალექტის შემთხვევაში, როგორც შემდეგი მაგალითები ამტკიცებს.

79.

ლეზგურის მე-2 დიალექტი ქართული ენა
მიყვარს porom me mikuars
გიყვარს poromi scen ghikuars
უყვარს poromei iman ukuarths
imas ukuars
გვიყვარს porompt ciuen kuikuars
გიყვართ porompti thcκuen ukuars
უყვართ poromani chini kuaroben
მოვალ bidare me moual
არ მოვალ vvar-bulu me ar-moual
ტაბულა 10

80. როგორც ჩანს, ლეზგურის მეორე დიალექტი სინტაქსით განსხვავდება პირველი დიალექტისგანაც და ქართულისგანაც. ხოლო თუკი ძველი ლეზგური ენა შემონახულია მეორე დიალექტში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეზგური ენა ქართულისგან განსხვავებულია, რომლისგანაც ბევრი სიტყვა უსესხებია, ვინაიდან ქართველებს გააჩნდათ უფრო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე მათ მეზობელ ლეზგებს, რომლებთანაც სავაჭრო ურთიერთობა არ ჰქონიათ.

ლეზგები იყენებენ ქართველების მსგავს რიცხვით სახელებს, რომლებსაც სხვა გამორჩენილ საკითხებთან ერთად “ხალხთა არითმეტიკის” დანართში შევიტან.


ტაბულები აღდგენილი ლაზური და ქართული ფორმებით

ტაბულა 1

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1
ტექსტ. აღდგ.
შარვალი scalvan შალვარი
თმა toma თომა
ქალი okurza ოხორძა
ღუმელი, ფურნე furun ჶურუნი
ტყე daghi დაღი
ღრუბელი pula პულა
მზე giara მჟორა
ჩიტი κinczi კინჩი


ტაბულა 2

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1
ტექსტ. აღდგ.
დანა kami ხამი
ქალი okurza ოხორძა
წიგნი supara სუფარა
თავი ti თი


ტაბულა 3

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1 ქართული
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
ძაღლი laki ლაკი lekui ლეკუი
თავი ti თი thavi თავი
თმა toma თომა
ქოჩორი zanzami წამწამი¹³
ჯუბა zubina ძუბინა ghaba კაბა
ენა nena ნენა ena ენა
ხელი ke (I დიალ.)
cheb (II დიალ.)
ხე
ხეფე¹⁵
kiri კირი (?)¹⁴
ულვაში mustaki მუსტაკი

ხომალდი caravi კარავი




ტაბულა 4

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1
(ქემერული)
ლაზური-2
(ხოფური)
იბერიული
(ქართული)
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
წყალი zari წარი zakali წკარი Skale წყალი
ხე tohomo თხომუ¹⁶

ce ხე
სული schuri შური

suli სული
თეთრი

kczè ხჩე Tetri თეთრი
პირი pichi პიჯი

bache ბაგე
პერანგი porcha ფორჩა

peranghi პერანგი
სანთელი nucla


iantheli სანთელი
თავი ti თი ti თი Thavi თავი
სახლი okori ოხორი

sachieri სახიერი¹⁷
საჭურისი schironi ჭკირონი

desaciurebuli დასაჭურ{ის}ებული
ცხენი ceκeni ცხენი ckneni ცხენი Zchemi ცხენი
ცა za ცა ca ცა za ცა
დანა κami ხამი κomi ხამი

კბილი kibri კიბრი

gbill კბილი
ღმერთი Gormoti ღორმოთი Ormoti ღორმოთი Gmerti, Meothi ღმერთი,
მეოტი(?)¹⁸
ქალი oκurza ოხორძა kale ქალე dêda დედა¹⁹
რკინა

erkina ერკინა rchina რკინა
ყველი

tvvali ყვალი kueli ყუელი
ასული bozope. Basomata ბოზოფე²º
ბოზომოთა
pozo ბოზო assuli ასული
ძე beré ბერე

sciuili შუილი
ცეცხლი dascuri დაჩხური tackuri დაჩხური alchi გაურკვ.
რძე gialoga მჟალვა Bzá ბჟა rzé რძე
ხელი κе ხე cheb ხეფე kiri გაურკვ.
ზღვა zuga ზუღა

mtá მთა(?)²¹
შავი

ucza უჩა sciau შაუი
ღრუბელი bulut ბულუთ pula პულა Rubeli ღრუბელი
თვალი toli თოლი Toli თოლი tuali თუალი
პური kiudi ჭკუდი²² diari, cobali დიარი (!) ქობალი (!)²³ Puri პური
მსხალი zukuli ცხული czkuli ცხული Shall სხალი
თევზი cecomi ჩხომი czhomi ჩხომი theuzi თეუზი
ფეხი uusκi კუჩხი kuczche კუჩხე nacutali ნაკუთალი (?)
ვაშლი

czkuri უშქური vaskli ვაშლი
მარილი

guimu ჯიმუ damari ძმარი (?)
გზა iza გზა

polozi ფოლოცი²⁴
ვარსკვლავი

muruκi მურუცხი vasκulauini ვარსკულაუნი
ღვინო ghini ღინი

vino ღვინო
მიწა leta ლეტა tropac, lete თროფაკ²⁵
ლეტა
miza,
ghalaghi
მიწა,
ქალაქი
კაცი goz კოჩ-²⁶ amkocz ამ კოჩ-²⁷ Katsi კაცი



ტაბულა 5

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1
(ქემერული)
ლაზური-2
(ხოფური)
იბერიული
(ქართული)
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
მე ma მა Ma მა Me მე
შენ si სი Si სი Scen შენ
ის stim²⁸ ჰიმ Eja ეჲა Aman-iman ამან-იმან
ჩვენ irima²⁹
ირი+მა czκu ჩქუ Ciuen ჩუენ
თქვენ irisi ირი+სი zvva თქვა Thkuen თქუენ
ისინი irihim ირი+ჰიმ etepe ეთეფე chini³º, imas, imat ისინი, იმას, იმათ


ტაბულა 6

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1
ტექსტ. აღდგ.
ყვარება oropu ოროფუ
წასვლა viczalare ვიგზალარე
ძილი vingirare ვინჯირარე
ჭამა scomare შკომარე
(თუ ჭკომარე?)
სიცილი zizare ძიცარე
წერა ougiaru ოჭარუ
მოსვლა meftaru მეჶთარე


ტაბულა 7

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1 ქართული
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
წასვლა igrali იგზალი zaùal წავალ
კოცნა gogahvvari გოგაყვარე? vakozeb ვაკოცებ
სმა susi შუს sakmedi სასმელი
საჭმლის მზადება dzari³¹ ბზარე

ძილი bendurari ბინჯირარე daazeb დააძინებ
რეცხვა nabkvvari ნაბხვარე dauban დავბან
მოსვლა bikitchari ბიკითხარე vikitκan ვიკითხავ
წერა czarari ჭარარე dauzer დავწერ
ჭრა mebkatari მებკვათარე mogra მოჭრა


ტაბულა 8

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1 ქართული
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
აწმყო, მყოფადი
მე მოვდივარ, ან მოვალ ma meftari მა მეჶთარე me moual მე მოუალ
შენ მოდიხარ, მოხვალ si moctari სი მოხთარე scen mochhual შენ მოხუალ
ის მოდის, მოვა stim moctasera ჰიმ მოხთასერე iman moua ის მოუა
ჩვენ მოვდივართ, მოვალთ irima mefratetem {ირიმა} მეჶთათერენ ciuen moualth ჩუენ მოუალთ
თქვენ მოდიხართ, მოხვალთ irisi muctaterem {ირისი} მოხთათერენ thcκuen mochhualth თქუენ მოხუალთ
ისინი მოდიან, მოვლენ irihim muctaserem {ირიჰიმ} მოხთასერენ imath mouliani იმათ მოულიან
ნამყო
მე მოვედი ma comofti მა ქომოჶთი me mouelo მე მოუელ
შენ მოხვედი si comohti სი ქომოხთი scen mochhuel შენ მოხუელ
ის მოვიდა stim comohto ჰიმ ქომოხთუ iman mouida იმან მოუიდა
ჩვენ მოვედით irima komoftik {ირიმა} ქომოჶთით ciuen mouedith ჩუენ მოუედით
თქვენ მოხვედით irisi komohtit {ირისი} ქომოხთით thckuen mochhuedith თქუენ მოხუედით
ისინი მოვიდნენ irihim komohto {ირიჰიმ} ქომოხთუ imath mouidoden იმათ მოუიდნენ
ბრძანებითი
მოდი mocti მოხთი scen modi შენ მოდი
მოვიდეს moctas მოხთას iman mouides იმან მოუიდეს
მოდით iri moctit ირი მოხთით thckuen mouideth თქუენ მოხუიდეთ
მოვიდენ irim moctan ირი მოხთან imath mouiden იმათ მოუიდენ



ტაბულა 9

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-1 ქართული
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
მე ვწერ, ან დავწერ ma giarari მა პჭარარე me dauzer მე დაუწერ
მე დავწერე dumghiari დუმჭარი me dauzalth მე დაუწერე
დაწერე! giari ჭარი Daudi დაუდე (?)


ტაბულა 10

ტექსტ. მნიშვნ. ლაზური-2 ქართული
ტექსტ. აღდგ. ტექსტ. აღდგ.
მიყვარს porom პორომ me mikuars მე მიყუარს
გიყვარს poromi პორომი scen ghikuars შენ გიყუარს
უყვარს poromei პორომსი iman ukuarths
imas ukuars
იმათ უყუარსთ
იმას უყუარს
გვიყვარს porompt პორომთ ciuen kuikuars ჩუენ გუიყუარს
გიყვართ porompti პორომთი thcκuen ukuars თქუენ უყუარს (?)
უყვართ poromani პორომანი chini kuaroben ისინი ყუარობენ
მოვალ bidare ბიდარე me moual მე მოუალ
არ მოვალ vvar-bulu ვარ ბულუ me ar-moual მე არ მოუალ



--------------------------------------

შენიშვნები:

[1] ლორენცო ერვას ი პანდურო (Lorenzo Hervás y Panduro) - 1 მაისი, 1735 წ. (ორკახო) -24 აგვისტო 1809 წ. (რომი). ესპანელი იეზუიტი და ფილოლოგი.
[2] Hervás, Lorenzo (1787) “Vocabolario poligloto con prolegomeni sopra piu' di cl. lingue: dove sono delle scoperte nuove, ed utili all'antica storia dell'uman genere, ed alla cognizione del meccanismo delle parole”. გამოქვეყნებული გრეგორიო ბიასინის მიერ.
[3] გვ. 65-71
[4] ევლია ჩელების “მოგზაურობათა წიგნში” მოყვანილი ოთხბწკარიანი ლექსი, რომელსაც ლაზურად მიიჩნევს, აღმოჩნდა პონტოურის ტრაპიზონული დიალექტის ნიმუში. იხ. Gippert, Jost (1992) “The Caucasian language material in Evliya Çelebi’s Travel Book. A revision”. München
[5] იტალიური იკითხვისია ლაც/ლაძ, მაგრამ ლაზის აღმნიშვნელი Laz-ის ადგილას თარგმანში ყველგან ლაზ-ს გამოვიყენებთ.
[6] Principe Giovanni Potocki
[7] Exgesuita Sig. Ab. Todetini
[8] პროკოპი - სპარსული ომები, წიგნ. 1 (ერვასის შენიშვნა)
[9] აგათია - გოთებთან ომი, წიგნ. 2, 3 (ერვასის შენიშვნა)
[10] ორიგ. giubbene
[11] ორიგ. gabbano
[12] ორიგ. Erse
[13] შეცდომით განმარტავს, როგორც ქოჩორს
[14] ხეფე (ლაზ.) - ხელები. მხოლობითის ადგილას მრავლობითია გამოყენებული და შეცდომიდ ცალკე ძირად მიჩნეული
[15] ძნელი სათქმელია “ხელის” დამახინჯებული ჩაწერაა ეს, თუ უადგილოდ გამოყენებული სიტყვა
[16] შეცდომით თხომუ (თხმელა) ხის ზოგად სახელადა აქვს მიჩნეული
[17] “სახიერი” შეცდომით, “სახლის” მაგივრად.
[18] “მეოტი” უადგილოდ
[19] ძველქართული მნიშვნელობით დასტურდება
[20] ბოზოფე (ლაზ.) - გოგოები. კვლავაც მრავლობითია მხოლობითის ადგილას შეცდომით
[21] მთა შეცდომით ზღვის ადგილას
[22] მჭადი. შეცდომით პურის სახელადა მიუჩნევია
[23] ორივე სახელი უაღრესად საინტერესოა. ორივე ფორმა ადასტურებს მათი თანამედროვე შესატყვისების ისტორიულ ჟღერადობას და ფონეტიკურად ემთხვევა მეგრულს.
ძვ. ლაზ. “დიარი” → ახ. ლაზ. “გჲარი” (პური). იგივე ფუძისაა მეგრ. დიარა (ლხინი, ჭამა-სმა), დიარაფა (ჭმევა, დაპურება); სვან. დიარ (პური).
ძვ. ლაზ. ”ქობალი” → ახ. ლაზ. “ქოვალი” (პური). შდრ. მეგრ. ქობალი (პური) და ქართ. ხორბალი (პურის მარცვალი)
[24] ძვ. ქართ. ფოლორცი - ქუჩა. სულხან-საბა განმარტავს როგორც შუკას (იხ. სულხან-საბა ორბელიანი (1949) - სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი. თბილისი. გვ. 360)
[25] თურქ. toprak
[26] კოჩი (ლაზ.) “კაცი”. ძნელი სათქმელია წყაროში ფუძეა მოყვანილი სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარეშე, თუ მიცემითი ბრუნვის ფორმა “კოჩ-ს” იქნა სახელობითად აღქმული. თანამედროვე ლაზურში სახელობითი ბრუნვის ნიშანი მხოლობით რიცხვში შეზრდილია ფუძესთან და მიცემით ბრუნვაში გვაქვს “კოჩი-ს”.
[27] ჩვენებითი ნაცვალსახელი “ამ” (ლაზ. “ეს, ამ”) ფუძის ნაწილად მიუჩნევია. სახელი აქაც სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარეშეა. აქაც მიცემითი ბრუნვის ფორმა შეიძლება გვქონდეს - “ამ კოჩ-ს” (ისტ. ლაზ. “ამ კაც-ს”)
[28] stim გადამწერის შეცდომის შედეგი უნდა იყოს. სავარ. him (ათ.-არტშ. “ჰიმ” - ის) ამოკითხული იქნა, როგორც stim. ერვასი სტაბილურად ამ ფორმას იყენებს.
[29] ეს, ჩემი აზრით, ჩამწერის მიერ საველე მასალის მცდარ ინტერპრეტაციას უნდა მიეწეროს. სამივე პირის მრავლობითი ნაცვალსახელი (ჩვენ, თქვენ, ისინი) ერთი წესით არის აგებული: ირი (ყველა) + მხ. რიცხვის შესაბამისი პირის ნაცვალსახელი. ირი+მა=ყველა+მე=ჩვენ; ირი+სი=ყველა+შენ=თქვენ; ირი+ჰიმ=ყველა+ის=ისინი.
[30] აქაც გადამწერის შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე. სავარ. isini ამოიკითხეს, როგორც chini.
[31] აქ შეიძლებოდა გვევარაუდა ათნ.-არტშ. "ჯარი" (პური, საჭმელი), მაგრამ, ვინაიდან ზმნების რიგშია, თანაც მყოფადი დროის ფორმის, უფრო მოსალოდნელია ბზარე (შევკმაზავ) → bzari → dzari. მაგ. ლუ ბზარე - ლახანას შევკმაზავ